თავში

მკვლელობაში ბრალდებულ სპეცრაზმელს პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობაში ბრალდებულ სპეცრაზმელს პატიმრობა შეეფარდა
მკვლელობაში ბრალდებულ სპეცრაზმელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვარკეთილში, ე.წ დამპალოს სასაფლაოზე, 2 იანვარს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ შსს-ს თანამშრომელს, ზურაბ ფოფხაძეს პატიმრობა შეუფარდა. 

სპეცრაზმელი ფაქტს აღიარებს და მომხდარის დეტალებს აღწერს. კერძოდ, საუბარია მისი ავტომობილის გატაცების მცდელობაზე, რაშიც ის სწორედ ძმებ წურწუმიებს ადანაშაულბს, ვინაიდან ჩვენების მიხედვით, მან გატაცების ფაქტს ადგილზე მიუსწრო, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

დაპირისპირების დროს 24 წლის მურად წურწუმიამ მძიმე დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც, ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 

ბრალდებულის ადვოკატმა, მევლუდ ჯანჯღავამ დღეს სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავად გამოიძახა სასწრაფო, დაშავებულის დასახმარებლად. 

,,გუშინ მქონდა კომუნიკაცია. ბრალდებული აღიარებს ფაქტს, რომ ნამდვილად მან სცემა. ბრალდებული მეგობართან ერთად იყო ახლობლის სასაფლაოზე, როდესაც გამოვიდა ნახა მის მანქანაში მყოფი პიროვნებები, რომლებიც ცდილობდნენ მანქანის წაყვანას. მან გადმოიყვანა ესენი მანქანიდან, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. მათ დაახლობით 15 მეტრის გავლა მოახერხეს და ბოძსაც დაეჯახნენ. პიროვნება (ბრალდებული) იბრუნებდა ნივთს, რასაც მოჰყვა ცემა და სამწუხაროდ დადგა ეს შედეგი. მათ არ მიატოვეს ეს პიროვნება და ბრალდებულმა საკუთარ სახლში წაიყვანა. ის არ მიუტივებიათ. სახლში, ოჯახურ პირობებში უწევდნენ დახმარებას. და როდესაც მდგომარეობა გართულდა, თავადვე გამოიძახეს უკვე სასწრაფო და საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს იყო ორმხრივი ჩხუბი“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ სასამართლოში, სადაც სპეცრაზმელის მიმართ წინასწარი აღკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავდნენ.

ზურაბ ფოფხაძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელთან ერთად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც გამოძიებამ უკვე დაკითხა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system