თავში

მკვლელობისთვის დაკავებულ კალათბურთელს პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობისთვის დაკავებულ კალათბურთელს პატიმრობა შეეფარდა
მკვლელობისთვის დაკავებულ კალათბურთელს პატიმრობა შეეფარდა

ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კალათბურთელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალგაზრდა კაცს 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. დაკავებულს დღეს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

ცნობისთვის, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი 23 წლის კალათბურთელი, ვაჩე ცაკაშვილია. 

საქმის მასალების თანახმად, ცაკაშვილმა "მასაჟის სალონში" უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყელი გამოჭრა და მიიმალა. ცაკაშვილმა ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები მას შემდეგ მიაყენა, რაც მისი იდენტობის შესახებ გაიგო.

23 წლის კაცი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, ბრალდებულმა ასევე დაჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკიდან მალევე გაწერეს.

სალონში დასაქმებულების ინფორმაციით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კაცმა მასაჟის გარდა დამატებითი მომახურება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ვერაზე 38 წლის ქალი მოკლეს, რომელიც ტაილანდის მოქალაქეა. ის თბილისში 2 კვირით იყო ჩამოსული და მასაჟის ცენტრში დროებით მუშაობდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system