თავში

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ვითომ შეწყვიტეს გამოძიება, იყო ოდესმე დაწყებული? - სრული აბსურდია

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ვითომ შეწყვიტეს გამოძიება, იყო ოდესმე დაწყებული? - სრული აბსურდია
მალხაზ მაჩალიკაშვილი: ვითომ შეწყვიტეს გამოძიება, იყო ოდესმე დაწყებული? -  სრული აბსურდია

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, თბილისის პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ გამოძიება არც არასდროს ყოფილა დაწყებული და პროკურატურას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა. 

მალხაზ მაჩალიკაშვილი report.ge-სთან აცხადებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები აბსურდულია და თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია.

,,იყო ოდესმე გამოძიება დაწყებული?! ამ ორი წლის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიება ამას დაადგენს, იმას დაადგენს. იძახდნენ, რომ ჩვენ 1500 მტკიცებულება გვაქვს, საბოლოოდ სტრასბურგმა რომ მოითხოვა, გადაცემოდა ყველა მტკიცებულება, იძულებული გახდნენ და ხელთ არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვეს - ამით უფრო მეტად დაისხეს ლაფი თავზე. სასაცილო იყო რაც მათ გაასაჯაროვეს. ახლა ვითომ შეწყვიტეს გამოძიება, იყო ოდესმე დაწყებული? იყო რაიმე გამოსაძიებელი? -  სრული აბსურდია. საქმე ორი წელია შეწყვეტილია, თემირლანის მკვლელობის დღიდან. გამოძიებას არ აწარმოებდნენ, უბრალოდ იყვნენ შოკში, რა დაემართათ, რა დანაშაული ჩაიდინეს - სხვა იქ გამოსაძიებელი არაფერი იყო და არც იძიებდნენ. რამდენი ტროლი და ბოტი, რამდენი გარეწარი და გახრწნილი მუშაობდა ამ საქმეზე, როგორმე მაჩალიკაშვილი შეეყვანათ შეცდომაში, მაგრამ არაფერი ისეთი არ ყოფილა. დღეს იძულებული გახდნენ გაესაჯაროებინათ, ვითომ თემირლანს ლიმონკა ჰქონდა, ვითომ მამამისს ხელი აქვს მოწერილი, არანაირი ხელი არ მაქვს მოწერილი, ის ლიმონკა ჩემთან არ ყოფილა, ის შემოტანილია. ეს არის სასაცილო, ხელყუმბარა რომ ამოიღეს, პაკეტშია დალუქული. რასაც იძახიან იმაზე არ მაქვს მე ხელი მოწერილი. ორი წლის განმავლობაში ნაძირალა ზაქარეიშვილს იყენებდნენ იმისთვის, რომ ეთქვა, აი თქვენ ხელყუმბარის ამოღებაზე ხელი გაქვთ მოწერილი, საზოგადოებაში შეექმნათ ილუზია, მაგრამ ასე არ ყოფილა და არც არის. ყველაფერს გამოიძიებს სტრასბურგი. ურჩევნია გახრწნილ ხელისუფლებას, ენა ჩაიგდოს და დაელოდონ მოვლენებს", - განუცხადა report.ge-ს მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

ცნობისთვის, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, სპეცრაზმელის წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა.

უწყების განმარტებით, პანკისის სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს, ეჩვენებინა ხელები. უწყების ცნობით, ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარა და ამას ეთანხმება გარდაცვლილი მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system