თავში

საკრებულოში მომხდარზე გამოძიება დაიწყო

საკრებულოში მომხდარზე გამოძიება დაიწყო
საკრებულოში მომხდარზე გამოძიება დაიწყო

თბილისის საკრებულოში ფიზიკურ დაპირისპირებაზე, რა დროსაც ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს სცემეს, გამოძიება დაიწყო. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილმა სახის არეში დაზიანებები მიიღო.

უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა პირად შეურაცხყოფას მათი მისამართით, რისთვისაც პასუხი მიიღო.

"შენ ხარ უზრდელი და აფერისტი", - მიმართეს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, რის შემდეგაც მათმა ნაწილმა ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system