თავში

"მოგიყვებით ცნობილ ისტორიას" - რას წერს გვარამია პროკურატურას

"მოგიყვებით ცნობილ ისტორიას" - რას წერს გვარამია პროკურატურას
მოგიყვებით ცნობილ ისტორიას - რას წერს გვარამია პროკურატურას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს:

"საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ბევრჯერ მომიყოლია საჯაროდ და თქვენთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ.

ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონო ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკველევბი ვართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, ჩვენ კველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ. გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ხომ არიან სამაგიეროდ ყველანი გამოკვლევებულები. კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი - ეს რა შეფასებაა - ანუ გაიგონა და არ გამორჩენია. ისიც ნათლად ჩამს, რომ ჩვენს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ანუ, ან უეცარი სიყრუე დაემართა სამივეს, ან უეცრად ისე შეეშინდათ ჩემი, რომ პასუხი ვერ გამცეს. თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი სკაბრეზული სიტყვა ვიხმარე, პროტესტი როგორ არ გაუჩნდა რომელიმ პროკურორს მაინც? იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პორკურორი. თქვენ ყველანია ან ყრუებად გამოაცხადეთ, ან ჩემს მიერ უკიდურესად შეშინებულებად. მინდა იგივე ვაცნობო საქართველოს იურისტთა ასოციაციასაც. ვნახოთ, იურისტის ლიცენზიას ჩამომართმევენ ან შემიჩერებენ თუ არა მოკვლევის ვადით, რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს - მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე. იგივე მინდა ვაცნობო სასამართლოს. ვნხაოთ, მიიღებენ თუ არა უკანონო გადაწყვეტილებას დ გამაძევებენ თუ არა სხდომიდან. რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს - მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე. რაც შეგეხებათ თქვენ, საქართველოს პროკურატურავ, ჩემს წინააღმდეგ აღძრული, უფრო სწორად, შეკერილი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, გულწრფელად, არც მაინტერესებს, მით უფრო, არ მაშინებს. თალეთ კომბლებივით ეგ საქმეები და ჭერში აწყვეთ. ამ განცხადებით მხოლოდ იმას მიაღწიეთ, რომ საზოგადოება მორიგ ჯერზე დაგცინით და ასევე ჩირქი მოცხეთ საკუთარ უწყებას და თანამშრომლებს, რომლებიც ჩემს მიერ დაჩმორებულ და დაშინებულებად გამოიყვანეთ.ps ამ კვირაში უკვე სამოქალაქო წარმოებაც დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ და ორწელიწად ნახევრის წინ რ2ის 9%ის მოწილე ნინო ნიჟარაძის მიერ შეტანილი და თაროზე შემოდებული სარჩელი გააცოცხლეს და ამხელა დროის შემდეგ, კვლავ პირველად ჩანიშნეს სხდომა. არც მე არც ადვოკატებს და სხვა ფიგურანტებს საქმის შინაარსიც კი არ გვახსოვს," წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system