თავში

მოქალაქე 3000-ლარიან ჯარიმას აღარ გადაიხდის

მოქალაქე 3000-ლარიან ჯარიმას აღარ გადაიხდის
მოქალაქე 3000-ლარიან ჯარიმას აღარ გადაიხდის

ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარმატებით დაასრულა მორიგი ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რომელიც პანდემიის გავრცელების პირობებში სახელმწიფოს მხრიდან დაჯარიმებული მოქალაქის დაჯარიმების სამართლიანობას შეეხებოდა.

როგორც report.ge-ს ცენტრისან აცნობეს, ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა მოქალაქე ვ.წ-მ. მის მიმართ 2020 წლის 3 აპრილს პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,რომლის საფუძველზეც დაჯარიმდა 3000 ლარით საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევის გამო. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ვ.წ-ს მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობების, კერძოდ - კომენდანტის საათის დარღვევა, გამოწვეული იყო გადაუდებელი აუცილებლობით, რაც უკავშირდებოდა მცირეწლოვანი ბავშის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ჩართულობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა ერთჯერადად ადმინისტრაციულ ორგანოში. ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში ორგანიზაციამ საჩივარზე პასუხი არ მიიღო, იურისტმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა კასპის მაგისტრატ სასამართლოს.

საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა დღეს - 28 სექტემბერს. სხდომაზე შსს-ს იურისტმა წარმოადგინა 16 სექტემბერს შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რითაც დაკმაყოფილებული იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ადმინისტრაციული საჩივარი. ამ დადგენილების საფუძველზე მოქალაქე ვ.წ-ს ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, რითაც გაუქმდა 3000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმის წარმოება შესაძლებელი გახდა ღია საზოგადოების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „დემოკრატია და ადამიანის უფლებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში“ ფარგლებში.პროექტს ახორციელებს სამი პარტნიორი ორგანიზაცია - ISFED, GDI და HRC.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system