თავში

"მოლარეს ძალის გამოყენებით თანხა გასტაცა" - დაკავებულია ერთი პირი

"მოლარეს ძალის გამოყენებით თანხა გასტაცა" - დაკავებულია ერთი პირი
მოლარეს ძალის გამოყენებით თანხა გასტაცა - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ., ძარცვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ report.ge-ს შსს-დან აცნობეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს, თბილისში, ვარკეთილში მდებარე "ბესტ მარკეტში" შევიდა, მოლარე ოპერატორს ძალის გამოყენებით სალაროდან თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system