თავში

მოლოდინი მხოლოდ გამამართლებელი განაჩენია - ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი

მოლოდინი მხოლოდ გამამართლებელი განაჩენია - ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი
მოლოდინი მხოლოდ გამამართლებელი განაჩენია - ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმის მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

როგორც ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი, ლელა გოგოლაძე აცხადებს, მას მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

,,დღეს იყო ბოლო სასამართლო პროცესი, წლის გახმაურებული პროცესი როგორც იქნა დასასრულისკენ მივიდა. იყო ემოციურად ძალიან დატვირთული პროცესი. მოსამართლე გავიდა სათათბირო ოთახში და ველოდებით განაჩენის გამოცხადებას. ამ მოცემულობით, მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენია.

საბოლოო სიტყვაში, ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლოს უთხრა, რომ ის არის სრულიად უდანაშაულო, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი თვალით არ უნახავს. ის მანქანიდან გადმოსვლამდე გაუჩინარდა სიბნელეში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ზოგადად ძალიან დიდ მწუხარებას გამოთქვამს, რომ ამ ადგილას ამ დროს აღმოჩნდა, თუმცა არის უდანაშაულო და ელოდება გამამართლებელ განაჩენს", -განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა ლელა გოგოლაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system