თავში

მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ ცნო

მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ ცნო
მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ ცნო

20 ივნისის აქციის დროს დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძისა და მორის მაჩალიკაშვიკის სისხლის სამართლის საქმის წარმოებას მაჩალიკაშვილის საქმე გამოეყო და მისი წარმოება სხვა მოსამართლეს გადაეცემა. პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა მორის მაჩალიკაშვილის საქმის მეორე ბრალდებულის, ბეჟან ლორთქიფანიძის სისხლის სამართლის საქმისგან გამოყოფის შუამდგომლობა იმ მოტივით დააყენა, რომ ლორთქიფანიძე მტკიცებულებებს სადაოდ ცნობს, ხოლო მორის მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა პროკურატურის მტკიცებულებები უდაოდ ცნო. 

როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განმარტა, ეს არ ნიშნავს, რომ ბრალის შინაარს უპირობოდ ეთანხებიან. 

მაჩალიკაშვილის ადვოკატი, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. . 

მისი განცხადებით, მორის მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ 20 ივნისს იმყოფებოდა პარლამენტთან, თუმცა, მისი მხრიდან ძალადობაში მონაწილეობა მისი ბიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ტერიტორიიდან გაყვანას უკავშირდებოთა, რათა არ დარბეულიყო მაჩალიკაშვილის კარავი. ადვოკატის მტკიცებით, მორის მაჩალიკაშვილის მიზანი არ ყოფილა სახელმწიფო არეულობაში მონაწილეობა, რასაც ბრალდების მხარე ამტკიცებს. 

მორის მაჩალიკაშვილი და ბეჟან ლორთქიფანიძე 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე დააკავეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system