თავში

მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაშია ნათქვამია, რომ სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

„2020 წლის 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ დაამტკიცა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება ბრალდებულ მორისი მაჩალიკაშვილის მიმართ. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, მორისი მაჩალიკაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, ორი წლის გამოსაცდელი ვადით.

მორისი მაჩალიკაშვილი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან“,-ნათქვამია საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში ედებოდა, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system