თავში

პროცესის კლინიკაში ჩატარების შესახებ მოსამართლე განმარტებას აკეთებს

პროცესის კლინიკაში ჩატარების შესახებ მოსამართლე განმარტებას აკეთებს
პროცესის კლინიკაში ჩატარების შესახებ მოსამართლე განმარტებას აკეთებს

,,ექიმის ცნობით, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სასამართლო კლინიკის პალატაში ჩამეტარებინა, სხვას მეტს ვერაფერს გეტყვით"- განუცხადა ჟურნალისტებს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროცესის დაწყებამდე.

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში იმართება.

გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საკრებულოს დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართა. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ესაა გირაო.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს გენერალურმა პროკურატურამ მისი ყოფილი თანაშემწის თამთა თოდაძის გაუპატიურების მცდელობისა და ცემის ფაქტზე ბრალი წაუყენა, თოდაძეს კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system