თავში

მოსამართლემ გია უდესიანი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ გია უდესიანი პატიმრობაში დატოვა
მოსამართლემ გია უდესიანი პატიმრობაში დატოვა

იძულებით გადაფორმების საქმეზე ბრადებული გია უდესიანი პატიმრობაში რჩება. საქალაქო სასამართომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით. 

შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ დააყენა.

„დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მხრიდან გაჟღერდა მნიშვნელოვანი შუამდგომლობები. ნაწილი ეხებოდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ნაწილი მოსამართლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებულ ეჭვებს, თუმცა სასამართლომ კვლავ გააგრძელა ის ხაზი, რაც წლებია, გიორგი უდესიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოში. დღეს სასამართლომ მტკიცებულებად დაუშვა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე გოგაძის განცხადებები, რაც გიორგი უდესიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა. ამავდროულად სასამართლომ არ დაუშვა დასაკითხად გიორგი გოგაძე, რაც არის სამწუხარო ტენდენცია“, – განაცხადა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, საქმეზე ბრალდებულ გია უდესიანს და ზაზა გუგავას ბრალდების მხარე უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებას ედავება. გია უდესიანს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ მეორე პირს, ზაზა გუგავას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოა გამოყენებული.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system