თავში

მოსამართლემ ნიკა მელიას საქმე არ აიცილა

მოსამართლემ ნიკა მელიას საქმე არ აიცილა
მოსამართლემ ნიკა მელიას საქმე არ აიცილა

ნიკა მელიას საქმის მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა, საქმის აცილებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. 

როგორც ისინი აცხადებდნენ, პარტიის ოფისთან, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პარტიის ოფისთან ახლოს მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა და მათივე თქმით, განსაკუთრებული არაფერი ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system