თავში

გორში, 15 წლის მოზარდმა მშობლებს უჩივლა

გორში, 15 წლის მოზარდმა მშობლებს უჩივლა
გორში, 15 წლის მოზარდმა მშობლებს უჩივლა

15 წლის მოზარდმა მშობლებს უჩივლა. მან 112-ში დარეკა და საინფორმაციო ცენტრს შეატყობინა, რომ მშობლები მის ცემას აპირებდნენ. დედ-მამას ბრალი ოჯახური ძალადობის მუხლით წაუყენეს. საქმის მასალების მიხედვით, მოზარდისთვის ცნობილი იყო, რომ მშობლები, მისივე არასწორი ქმედების გამო, მის დასჯას გეგმავდნენ. ამიტომ მან დასჯისგან თავის დაღწევისთვის 112-ში დარეკა.

,,მოხდა ასეთი რაღაც, ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სადაც გამოიკვეთა, რომ თითქოს მათი შვილი მონაწილეობდა. დედამ და მამამ შვილის დასჯა გადაწყვიტეს ცემის სახით. შვილმა, დასჯისგან თავის დაღწევის მიზნით, 112-ში დარეკა“ - განაცხადა საქმის პროკურორმა ნათია კიკალიამ.

მშობლების მიმართ გორის საქალაქო სასამართლომ არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა. მოსამართლემ მოზარდის დედ-მამას განუმარტა, რომ ბავშვის ცემა დაუშვებელია, თუმცა ითვალისწინებს ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას და იმ ფაქტს, რომ მათი ქმედება კეთილი განზრახვით იყო ჩადენილი. 

,,გავითვალისწინეთ თქვენი ოჯახური მდგომარეობა, წარსული, ის, რომ გულწრფელად აღიარეთ ჩადენილი ქმედება; რომ გამოხატეთ თქვენი პოზიცია, რომ ამას აკეთებდით ბავშვის კეთილი მიზნებისთვის; რომ მზად ხართ გააგრძელოთ ბავშვის აღზრდა, თუმცა, რაც პროკურატურამ წარმოადგინა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ მაინც დანაშაულია. ამდენად, სასჯელისგან სრულად გათავისუფლებას, ამ კატეგორიის დანაშაულის ჩადენის დროს, კანონი არ ითვალისწინებს“ - აღნიშნა მოსამართლე ლევან დარბაიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system