თავში

"მსჯავრდებული პირის შეფარება დანაშაული არ არის" - მშვენიერაძე

"მსჯავრდებული პირის შეფარება დანაშაული არ არის" - მშვენიერაძე
მსჯავრდებული პირის შეფარება დანაშაული არ არის - მშვენიერაძე

"რა მუხლით არიან დაკავებულები ეს ადამიანები და რატომ - საუბარია, რომ მსჯავრდებულ პირს მალავდნენ - ეს არ არის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით", -  იურისტ გიორგი მშვენიერაძის თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით მსჯავრდებული პირის შეფარება არ ისჯება, შესაბამისად, მისი თქმით, ელგუჯა ცომაია და მამა-შვილი წოწორიები ხელისუფლების მძევლები არიან.

"თუ საუბარია, რომ ისინი იმ დანაშაულის დაფარვისთვის არიან დაკავებულები, რომელიც სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას ეხება - დაკავების მიზეზი ესეც ვერ იქნება, იმიტომ, რომ საზღვრის უკანონოდ კვეთა არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და მისი დაფარვა არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამიტომ, სინამდვილეში, ეს ადამიანები არიან მძევლები და სანიმუშოდ ისჯებიან საკუთარი ქცევის გამო, რომელიც დანაშაული არ არის. იმიტომ, რომ სისხლის სამართალში მოქმედებს ძალიან ცხადი პრინციპი - არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე.

შესაბამისად, თუ არ არსებობს კანონში ცხადად აღწერილი დანაშაულებრივი ქმედება, ისე ადამიანის დაკავება და დაპატიმრება არის ფუნდამენტურად შეუთავსებელი სამართლის პრინციპებთან.

თუ პირი არ არის მსჯავრდებული, მისი შეფარება შეიძლება იყოს საკამათო დანაშაული, მსჯავრდებულ პირზე ასეთი რამ აღარ არსებობს. ამიტომ, პროკურატურის პოზიცია არის ძალიან სუსტი",  - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ "ფორმულას" ეთერში. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე ფოთის პორტის ორი თანამშრომელი, მამა-შვილი შ.წ და ზ.წ დააკავეს.

ასევე დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს.

სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყება მუშაობს საკუთარი მოქალაქის უკან დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობს უკრაინის მოქალაქეების უკან დაბრუნებას და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი ინფორმაციით, უკრაინის საელჩო, ისე როგორც მთელი მინისტრთა კაბინეტი, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system