თავში

"მწყემსი სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო"- ბაჩალიაშვილის მამა

"მწყემსი სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო"- ბაჩალიაშვილის მამა
მწყემსი სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო- ბაჩალიაშვილის მამა

"ვენდობი თუ არა ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს, საქმე დაგვანახებს,"- ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმეს უბრალო ადამიანი, "მწყემსი, ან „მარშუტკის“ მძღოლი ვერ გააყალბებს".

ბაჩალიაშვილის განცხადებით, საქმის გაყალბება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე ტელეფონით ესაუბრა და რომელმაც, მისივე თქმით უთხრა შემდეგი ფრაზა - "შენი შვილი მაგარ შარშია".

"ბაჭულაშვილს და აფციაურს არ ვაპატიებ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ხელის დაფარება, საქმის ჩაფარცხვას. გამოვრიცხავ, რომ მანქანა აქ 5 დღის განმავლობაში მდგარიყო. ვურეკავ სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს და მეუბნება, რომ ვმუშაობ, მაცადე, შენი გოგო მაგარ შარშია გახვეულიო და ამის შემდეგ ტელეფონს მითიშავს. ასევე კომპიუტერიდან დაიკარგა ე.წ. ფლეშკა. ასევე წაშალეს მონაცემები კომპიუტერიდან, ტელეფონიდან- სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ბაჭულაშვილმა ფლეშკა გაშიფრა და იქიდან მეუბნებოდა მაგას", - განაცხადა ბაჩალიაშვილმა.

მისივე განმარტებით, მწყემსი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მაწევანის ტყეში იპოვა, "სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო".

ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მანქანაში იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერიმენტი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system