თავში

"მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტზე პოლიციის მაღალჩინოსნებს უფლებამოსილება შეუჩერდათ

"მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტზე პოლიციის მაღალჩინოსნებს უფლებამოსილება შეუჩერდათ
მწვანე სკოლაში მომხდარ ფაქტზე პოლიციის მაღალჩინოსნებს უფლებამოსილება შეუჩერდათ

თბილისის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის მაღალჩინოსნებს უფლებამოსილება შეუჩერდათ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"თბილისის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.

საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს,"-ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. სუიციდის მცდელობამდე ის "მწვანე სკოლის" კედელის დაზიანების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამჟამად, მოზარდი საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system