თავში

მუსიკოსი მიხაილო თავისუფალია

მუსიკოსი მიხაილო თავისუფალია
მუსიკოსი მიხაილო თავისუფალია

მუსიკოსი მიხეილ თოდუა, იგივე მიხაილო, თავისუფალია. მან საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა. 

როგორც report.ge-ის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუმარტეს, მიხეილ თოდუამ, პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. საბჭომ განიხილა და დააკმაყოფილა მისი მთხოვნა. მუსიკოსს სასჯელის ვადის ამოწურვამდე ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. 

მიხეილ თოდუა 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა. 

ციხეში ყოფნის პერიოდში თოდუა მუშაობას აგრძელებდა და რამდენიმე მუსიკალური ალბომი გამოუშვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system