თავში

მზია თოდუა: შალვა თადუმაძეს ვახასიათებ ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად

მზია თოდუა: შალვა თადუმაძეს ვახასიათებ ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად
მზია თოდუა: შალვა თადუმაძეს ვახასიათებ ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად

ბატონ შალვა თადუმაძეს ვახასიათებ ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად - ამის შესახებ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია თოდუამ განუცხადა. 

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვის კანდიდატურას დაუჭერდა მხარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, მზია თოდუამ აღნიშნა, რომ ვერ ვინაობას ვერ დააკონკრეტებს, თუმცა ფავორიტები ჰყავს. მან ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, მხარი დაუჭუროს შალვა თადუმაძის კანდიდატურას. 

მისივე თქმით, უზენაეს სასამართლოში არიან ღირსეული მოსამართლეები, მათ შორის შორის რამდენიმე “ტოპ მოსამართლეა”. 

კითხვაზე, ვინ არიან "ტოპ" მოსამართლეები და არის თუ არა მათ შორის შალვა თადუმაძე, მიზა თოდუამ უპასუხა, რომ ალბათ, არის. 

“ალბათ, თადუმაძეც არის, მე მაგალითად იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, ბატონ შალვას ვახასიათებ ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად და ყველაზე მთავარი, რაც თავმდჯდომარეს უნდა ჰქონდეს, ეს არის რომ მას შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს, არის ძალიან გაწონასწორებული და თავისი საქმის კარგი მცოდნე” - განაცხადა თოდუამ. 

თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარლამენტმა 2018 წლის 16 ივლისს აირჩია. მან მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებული პროცესების დროს დატოვა. 12 დეკემბერს შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა, რის შედეგადაც გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა. 18 დეკემბერს, შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩია.

თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, ისე ოპოზიციას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, თადუმაძემ 1993 წელს ჩააბარა იმ უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაარსდა.

შალვა თადუმაძემ, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენაზე პარლამენტში განაცხადა, რომ მან ინსტიტუტში 16 წლის ასაკში 1994 წელს ჩააბარა, იმავე წელს, რა წელსაც დაარსდა სასწავლებელი. მისივე მტკიცებით, 1998 წელს მან ხუთწლიანი სასწავლო კურსი ექსტერნად დაასრულა. თადუმაძის განმარტებით, დიპლომში ჩაიწერა ინსტიტუტის დასრულების თარიღი და სასწავლო კურსის ხუთწლიანი ხანგრძლივობა, რამაც ორაზროვნება გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system