თავში

ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, არასამთავრობოები სასამართლოს მიმართავენ

ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, არასამთავრობოები
ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, არასამთავრობოები სასამართლოს მიმართავენ

ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვის შეჩერების მოთხოვნით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა" და "მწვანე ალტერნატივას" თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. 

როგორც "საიას" თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვისნიშანია და ბევრი გარემოება შესწავლილი არ არის.

"ჩვენ მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, კერძოდ, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული მშენებლობის ნებართვის შეჩერების მოთხოვნით. ამ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით არის ბევრი კითხვისნიშანი, არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი ბევრი გარემოება", - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. 

ცნობისთვის, პრემიერის დავალებით, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დღეს, მოსახლეობას ნამახვანჰესზე სასაუბროდ შეხვდებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system