თავში

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა მიუსაჯეს

​ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა მიუსაჯეს
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა მიუსაჯეს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერმონაზონ, სიმონ (გიგა) ქავთარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის, მარიამ ქორიძის განცხადებით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, არსებობდა ბრალდებულის მიმალვისა და მტკიცებულების გაქრობის საფრთხე. დაკავებულის ადვოკატი კი ამბობდა, რომ ეს არ მოხდება, რადგან ბერი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს და ის სამართალდამცველებსაც თავად ჩაბარდა.

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის მოქალაქე რომან მალანია და მამა სიმონი (გიგა ქავთარაძე) 5 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება სს კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვა-გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

რომან მალანია 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system