თავში

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 2 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 2 პირი დააკავეს
ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 2 პირი დააკავეს

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ლ.ბ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების ბრალდებით, ხოლო 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.ბ.-მ ნაქირავებ ბინაში დაამზადა და სარეალიზაციოდ დააფასოვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. ბიო, რომელიც 2020 წლის 11 ოქტომბერს, გასაღების მიზნით, კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა, რა დროსაც ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ბრალდებულის სახით, ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ლ.ბ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას გულისხმობს.

მეორე ბრალდებული – მ.გ. წინასწარი შეთანხმებით, ონლაინაპლიკაციის მეშვეობით, ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ ლოკაციაზე მივიდა და დაიწყო ლ.ბ.-ის მიერ განთავსებული ნარკოტიკული საშუალების ძებნა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა შეაჩერეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მ.გ.-ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო გასაღების მცდელობას იმ პიროვნების მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს მსგავსი დანაშაული. დანაშაული შვიდიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system