თავში

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფის ნატალია ილიჩოვას ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს. 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა სააპელაციო სასამართლოში ადვოკატმა სულხან კომახიძემ. 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება ქალბატონო ნატალიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. ვითხოვთ გირაოს სახით 20 000 ლარის გამოყენებას. მიმაჩნია, რომ ხარისხიანი მართლმსაჯულების პირობებში არის ყველა პირობა იმის, რომ ნატალია გაათავისუფლონ პატიმრობიდან. საქალაქო სასამართლო რომ გადააგზავნის აპელაციაში ამ საჩივარს, შესვლიდან 72 საათი აქვს ვადა რომ განიხილოს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოქმედებდა კანონის შესაბამისად და მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებში უკანონობა არაფერია“, – აცხადებს ადვოკატი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system