თავში

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ, გორში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი -1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მინები დააზიანა,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე კი აღნიშნული საქმეზე სამართალდამცველებმა ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, 1996 წელს დაბადებული თ.ა. კი პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი
ნაწილით მიმდინარეობს"
- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე გუშინ ორი პირი დააკავეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system