თავში

ვინ დაკითხავს გიგა ბოკერიას - რას აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში

ვინ დაკითხავს გიგა ბოკერიას - რას აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში
ვინ დაკითხავს გიგა ბოკერიას - რას აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული, თუმცა როგორც ოპოზიციის ლიდერი ამბობს, ის გამოკითხვაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მივა, თუ მაგისტრი მოსამართლე დაკითხავს. 

„მე არ ვაპირებ მისვლას. როცა მაგისტრი მოსამართლე დამიბარებს, მაშინ მივალ. ეს არის ძველი საქმე, რომელზეც ხუთი წელია, ან უფრო მეტი, აღარ შევუწუხებივარ, არ გახსენებიათ. ახლა გაახსენდათ, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტში. ეს არის ძველი უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოძიება. ჩვენ გვახსოვს, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილმა თქვა თავის ინტერვიუში, დააანონსა დაჭერები. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, მაგრამ ლოგიკურია, ეს ამას ჰგავს", – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც report.ge-ს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გიგა ბოკერია უწყებაში დაბარებულია სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს უკავშირდება. 

,,ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით", - განუცხადეს report.ge-ს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system