თავში

ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა
ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე, კი აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა.

პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ ესწრებოდა.

დღევანდელ პროცესზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს.

როგორც ისინი აცხადებდნენ, პარტიის ოფისთან, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.

მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პარტიის ოფისთან ახლოს მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა და მათივე თქმით, განსაკუთრებული არაფერი ხდება.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა.

როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, პროკურატურა მელიას მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ვინაიდან ეს პროპორციული ღონისძიებაა.

საქართველოს პარლამენტმა 16 თებერვალს ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს თუმცა არ გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system