თავში

ნიკა გვარამიას სუს-ში ელოდებიან

ნიკა გვარამიას სუს-ში ელოდებიან
ნიკა გვარამიას სუს-ში ელოდებიან

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორს ნიკა გვარამიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ელოდებიან. 

როგორც report.ge-ს სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, ტელეკომპანიის დირექტორი უწყებაში გიორგი გაბუნიას საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული. 

ამ დროისთვის უცნობია, როდის მივა გვარამია საგამოძიებო უწყებაში 

ტელეკომპანია "მთავარი არხის" მტკიცებით, თბილისში დააკავეს პირი, რომელიც ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნული პირი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთას ასრულებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 ივნისს განცხადება გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system