თავში

ნიკა გვარამია: ჩემი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი

ნიკა გვარამია: ჩემი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი
ნიკა გვარამია: ჩემი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი

ჩემი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი. ეს ინფორმაცია მათ მივაწოდე და ასევე, არის მეორე წყარო - „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანი, რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციებს, - ეს განცხადება  „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დატოვების შემდეგ გააკეთა. 

გვარამიას თქმით გამომძიებლებს კითხვები ძირითადად წყაროსთან დაკავშირებით ჰქონდათ. 

კითხვაზე, თუ რატომ არ ჩათვალა საჭიროდ ინფორმაციის მიღებისთანავე სუს-ისთვის ეცნობებინა, გვარამიამ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დაზუსტებული არ იყო.

„როგორ უნდა ჩამეყენებინა? სუს-ს ხომ არ ჩავაყენებდი საქმის კურსში, რომ მისგან ინფორმაცია მაქვს? ეს ასე არ ხდება. ჯერ ერთი, დაზუსტებული ინფორმაცია არ იყო და მართალი გითხრათ, ჩემ მიერ სარწმუნოდ ბოლომდე არც იყო მიღებული. სუს-ის წყაროებიდან ასეთ ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით ვიღებთ ძალიან ბევრს, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-ს არ ვატყობინებთ, რამდენად მართალია, დაგვიდასტურეთო”, - განაცხადა გვარამიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system