თავში

ნიკა გვარამია დაიკითხება საქმეზე, რომელსაც გრიფით "საიდუმლო" ადევს

ნიკა გვარამია დაიკითხება საქმეზე, რომელსაც გრიფით "საიდუმლო" ადევს
ნიკა გვარამია დაიკითხება საქმეზე, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს

საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის დაკითხვა იწყება. ნიკა გვარამია ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემს. როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, გვარამია დაიკითხება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც გრიფით "საიდუმლო" ადევს.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე განხორციელდება ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხვა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება დაკითხვას, განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი. ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ადევს გრიფით „საიდუმლო“, შესაბამისად, საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.

თავად ნიკა გავარამია კი აცხადებს, რომ ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე მის მიერ დაწერილი "ფეისბუქ პოსტთან" დაკავშირებით იკითხება.

ნიკა გვარამია გამოკითხვაზე სუს-ში იყო დაბარებული თუმცა მან უარი განაცხადა საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე და განაცხადა, რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system