თავში

ნიკა გვარამია სუს-ში არ მივიდა

ნიკა გვარამია სუს-ში არ მივიდა
ნიკა გვარამია სუს-ში არ მივიდა

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა.

ის სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვს.

ადვოკატის ინფორმაციით, ის უწყებაში მოწმის სტატუსით არის დაბარებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნიკა გვარამია დაკითხვაზე დღეს, 16:00 საათზე დაიბარა.

ნიკა გვარამია უწყებაში მოწმის სახით არის დაბარებული.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" მტკიცებით, თბილისში დააკავეს პირი, რომელიც ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნული პირი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთას ასრულებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 ივნისს განცხადება გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system