თავში

ნიკა გვარამია: ჟურნალისტები მკვლელების აღმომჩენები და გამომძიებლები არ ვართ

ნიკა გვარამია: ჟურნალისტები მკვლელების აღმომჩენები და გამომძიებლები
ნიკა გვარამია: ჟურნალისტები მკვლელების აღმომჩენები და გამომძიებლები არ ვართ

"ჩვენ მკვლელების აღმომჩენები და გამომძიებლები არ ვართ, ჩვენ ვართ გამომძიებელი ჟურნალისტები, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქმე გაიხსნას", - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურას კითხვები ჰქონდა ინფორმაციის წყაროსთან დაკავშირებით, თუმცა გვარამიამ მისი ვინაობა არ გაასაჯაროვა. 

საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის. მეკითხებოდნენ, ეს ფაქტი ვინ გითხრათ, ვეუბნებოდი, რომ მცოდნოდა როგორც ფაქტი, ვიტყოდი მტკიცებით ფორმაში და გადმოვცემდი, როგორც ფაქტს, მაგრამ, სადაც ვამბობ, რომ „ვფიქრობ რომ ასე და ასე“ - ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, მას აქვს თავისი ტექნიკა წარმოების და ამიტომ მე ვავითარებ ჩემს მოსაზრებებს, ლოგიკურ ჯაჭვებს. მხოლოდ ის მაიძულებს, რომ ასე მოვიქცე, რომ გამოძიება ამას მალავს", - განაცხადა გვარამიამ.

მან ე.წ. ხაშურელი კაწროს ამბავი გამოყო, რომელზეც თქვა, რომ ეს ეპიზოდი არ იყო სათანადოდ გაშიფრული პროკურატურის მიერ და სწორედ ამიტომ მიიპყრო ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღება. გვარამიას თქმით, პროკურატურას ასევე აინტერესებდა, თუ რა იცოდა მან როგორც ფაქტი.

როგორც ფაქტი, ვიცი „კაწროს“ მონაწილეობა. ამას არ ვუარყოფ და ამაზე იქნება ჩვენი მამტკიცებელი და მამხილებელი გამოძიებები. მონაწილეობა არა იქ ასვლით, არა მკვლელობაში მონაწილეობის მიღებით, არამედ „ჩაფარცხვაში“ მონაწილეობა. მთავარი და კრიტიკული კითხვა ის კი არ არის, ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი, არის ის, რატომ არ ხდება ამ არც თუ რთულ დანაშაულში აღმოჩენა მკვლელის, ანუ ვინ აფარებს ხელს მკვლელს, როგორ ახერხებს ამას და რატომ აკეთებს", - განაცხადა გვარამიამ. 

ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი საათის განმავლობაში იკითხებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system