თავში

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გადაიდო
ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გადაიდო, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს.

გვარამიას ინფორმაციით, პროცესის გადადების მიზეზად, კორონავირუსის პანდემია დასახელდა.

"დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან. პროცესი გადაიდო გაურკვეველი ვადით, ფორმალურად, კორონა პანდემიის გამო. ხო, გუშინ საღამოს დაიწყო, ეტყობა", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მისი სასამართლო პროცესი 7 დეკემბრიდან განახლდებოდა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალი წაუყენეს. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.

2019 წლის 20 ივლისს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system