თავში

ნიკა გვარამიასთან დაპირისპირების გამო, სამი პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს

ნიკა გვარამიასთან დაპირისპირების გამო, სამი პირი გამოკითხვ
ნიკა გვარამიასთან დაპირისპირების გამო, სამი პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს

საქალაქო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე სამი პირი გამოკითხვაზე გადაიყვანეს, - ამის შესახებ report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, დამატებით დეტალებს უწყება მოგვიანებით გაასაჯაროებს.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას უცნობი პირები დაუპირისპირდნენ. 

როგორც ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდასხმის შედეგად მან დაზიანება სახის არეში მიიღო. 

მომხდარის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system