თავში

ნიკა მელია პოლიტიკური ტყვეა - დიმიტრი საძაგლიშვილი

ნიკა მელია პოლიტიკური ტყვეა - დიმიტრი საძაგლიშვილი
ნიკა მელია პოლიტიკური ტყვეა - დიმიტრი საძაგლიშვილი

თუ აქამდე ნიკა მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ვაჭრობის საგნად იყენებს ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

საძაგლიშვილის თქმით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს ნაცვლად, გადაწყვეტილებას ხელისუფლება იღებს, რაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც დაადასტურა. 

"ეს გამოჩნდა იმით, რომ პროკურატურა, რომელსაც ურთიერთწინააღმდეგობრივი და გაუგებარი პოზიცია ჰქონდა, ერთი მხრივ, ამტკიცებდა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში არ არის წინააღმდეგი, რომ ნიკა მელია თავისუფლებაზე იყოს, მეორე მხრივ, კი ამბობდა, რომ მხარს უჭერდა პატიმრობაში დატოვებას, ასეთი წინააღმდეგობრივი პოზიციის არსებობისას, ბუნებრივია, რომ სასამართლოს ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი. პატიმრობა გამოიყენება მაშინ, როცა ის არის უალტერნატივო საშუალება, რადგან პროკურატურის პოზიცია არ იყო ასეთი, რომ პატიმრობა უალტერნატივო საშუალებაა, სასამართლო შებოჭილი იყო პროკურატურის ამ პოზიციით. შესაბამისად, უნდა გაეთავისუფლებინა ნიკა მელია. თუმცა, ცხადია, რომ ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ვართ სასამართლოში, ან მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას. ამ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური ხელისუფლება და ამის აღიარებაც მოსმენილი გვაქვს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდან", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ სასამართლო დარბაზში მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system