თავში

ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს
ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო ხვალ იმსჯელებს.- ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

კონკრეტული დრო და საათი თუ როდის ჩაინიშნება პროცესი ხვალ დილით გაირკვევა გაირკვევა. 

საქართველოს პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს.

პოლიტიკოსის გირაო, "დამოუკიდებელმა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" გუშინ გადაიხადა.

ფონდსა და სახელმწიფო ხაზინას შორის შუამავალი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system