თავში

ნიკა მელიას ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვდნენ

ნიკა მელიას ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვდნენ
ნიკა მელიას ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს, სხდომის გადადების მოთხოვნით მიმართა. 

ადვოკატი ითხოვს, სასამართლო სხდომა ხვალისთვის გადაიდოს.

„თქვენგან რაც გავიგე, არის ის, რომ იქვე არის „პეპელას“ ბაზა, სადაც სპეცრაზმი არის ეკიპირებით მობილიზებული.

ეს ხალხი არის სპეცრაზმის შესაბამისი აღჭურვილობით და არიან მიკროავტობუსებში განლაგებული, სხვა რა უნდა ვიფიქროთ. ბრალდების მხრიდან ველოდებოდი, რომ შეიძლება გადაამოწმეს და გვეტყოდნენ, რომ დღეს არის პირობითად, კონკრეტული წვრთნა, რადგან ასე ფაქტად გაასაღა ბატონმა პროკურორმა, რომ ეს არ უკავშირდება ნიკა მელიას არანაირადო. ამის კონკრეტული მტკიცება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. გთავაზობთ, რომ გადავდოთ ეს პროცესი. გთავაზობთ, რომ აცილების საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, ხვალ დილის 12:00 საათზე გაგრძელდეს პროცესი“, – განაცხადა ბასილაიამ.

მანამდე, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს.

როგორც ისინი აცხადებდნენ, პარტიის ოფისთან, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.

მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პარტიის ოფისთან ახლოს მდებარეობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა და მათივე თქმით, განსაკუთრებული არაფერი ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system