თავში

ნიკა მელიას მიმართ სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ნიკა მელიას მიმართ სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს
ნიკა მელიას მიმართ სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

დღეს „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  წევრის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 9:30 საათზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ ნიკა მელია პროცესს დაესწრება. ასევე, საქალაქო სასამართლოში დილიდან გეგმავენ შეკრებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2012 წელს წაუყენეს. ნიკა მელია მაშინ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა. 

გამოძიება მელიასა და ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვას ედავება. აღნიშნულ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ნიკა მელია კი 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

ბრალდების მხარის ვერსიით, სქემა, რომელიც 2012 წელს  შსს-მ გაშიფრა, მიზნად ისახავდა მაშნდელი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით ბანკი “ქართუს” გაკოტრებას. 

აღნიშნული ვერსიით, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მიზანმიმართულად შეიმუშავეს, შემდეგ კი პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. ბრალდების მხარის მტკიცებით, იმ მიზნით, რომ ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონის ჩაშლა ხდებდა. რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით.

შსს აცხადებს, რომ ამ გზით ხელისუფლებასთან დაახლოვებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და დანაშაულშლებრივ სქემაში მონაწილეობით უუქმდებოდათ ბანკი ქართუს საკრედიტო დავალიანება, რომლის უზურნველყოფასაც იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა. შესაბამისად, დაზარალებული რჩებოდა ბანკი ქართუ, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59 997 000 დოლარისა და 3 757 000 ლარის კრედიტები. 

ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, რომელთაგან ყველაზე მძიმე 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system