თავში

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ერთი კვირით გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ორი მოწმე წარადგინა, რომელთა გამოკითხვის წინააღმდეგ დაცვის მხარე წავიდა.

პროცესის გადადება ნიკა მელიას ადვოკატმა მოითხოვა, რომლის თქმითაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე დადებული შეთანხმება დაარღვია, კერძოდ, ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, პროკურატურამ მათ წინასწარ არ აცნობა, რა მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმებოდა სხდომაზე. 

გიორგი კონდახაშვილმა სხდომის გადადების მიზეზად ნიკა მელიასთან შეხვედრის აუცილებლობა და მასთან დაცვის სტრატეგიაზე შეთანხმება დაასახელა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განმარტებით კი მისთვის ყოველთვის წინასწარ არ არის ცნობილი, რომელი მოწმე შეძლებს სასამართლოში გამოცხადებას. პროკურორის თქმით, პროცესის დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე გახდა მისთვის ცნობილი, რომ მოწმეები სასამართლოში მოსვლას შეძლებდნენ.

ამასთან, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ადვოკატებს ორი წელია საქმის მასალები აქვთ და შესაბამისად, ისინი საქმის მასალებს იცნობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system