თავში

ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა მალე უნდა დასრულდეს - საძაგლიშვილი

ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა მალე უნდა დასრულდეს - საძაგლიშვილი
ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა მალე უნდა დასრულდეს - საძაგლიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ნიკა მელიას გასათავისუფლებლად არაერთი ბერკეტი აქვს. 

უფლებადამცველის თქმით, რაც მალე დასრულდება ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. 

"ნიკა მელიას გათავისუფლება შეიძლება მოხდეს პროკურატურის მეშვეობით. მოითხოვონ პატიმრობის გაუქმება აღმკვეთი ღონისძიების სახით, ან როგორც გუშინ დაანონსდა, ამნისტიის კანონი იქნას მიღებული და ამ ფორმით განიხილავდეს ხელისუფლება ნიკა მელიას გათავისუფლებას. ერთადერთი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ვთქვათ არის ის, რომ რაც მალე დასრულდება ნიკა მელიას უკანონო პატიმრობა, მით უკეთესი ქვეყნისთვის და "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system