თავში

ნიკოლაძე: გონივრული სასჯელის მოლოდინში ვართ

ნიკოლაძე: გონივრული სასჯელის მოლოდინში ვართ
ნიკოლაძე: გონივრული სასჯელის მოლოდინში ვართ

ოჯახი მოსამართლის მხრიდან გონივრული სასჯელის მოლოდინშია, - ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ Report.ge-ს  შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის კომენტირებისას განუცხადა.

"ეს ადამიანები გიორგი შაქარაშვილის საქმეში უკვე გამტყუნებულები არიან და ასეთი ადამიანებისთვის კოდექსით გათვალისწინებულია კონკრეტული სასჯელები, მაგრამ ეს მთლიანად მოსამართლის გადასაწყვეტია, თუმცა მოსამართლე, რომ რაიმე კონკრეტულ სანქციას მიუსჯის, ამას კიდევ აკლდება 1/4, რადგან ისინი არასრულწლოვნები იყვნენ, მიუხედავად ამისა ოჯახი მოსამართლის მხრიდან გონივრული სასჯელის მოლოდინშია", - განაცხადა ნიკოლაძემ. 

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული ექვსი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და დღეს მათი სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system