თავში

ნიკოლოზ მარსაგიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ნიკოლოზ მარსაგიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს
ნიკოლოზ მარსაგიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნიკოლოზ მარსაგიშვილი 5 წლის ვადით თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩია. 

მარსაგიშვილთან გასაუბრება იუსტიციის საბჭოში დღეს შედგა. მისი კონკურენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სერგო მეთოფიშვილი იყო, რომელმაც გასაუბრების დაწყებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის აცილება მოითხოვა. მოთხოვნა საბჭომ ერთხმად დააკმაყოფლა. შესაბამისად, არამოსამართლე წევრს მისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცა. 

ნიკოლოზ მარსაგიშვილმა 1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 1999 წლიდან 2008 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა რეგიონის პროკურატურაში. 2008-2017 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ამავე წლიდან დაეკისრა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system