თავში

ნინო წილოსანი შოთა დიღმელაშვილს უჩივის

ნინო წილოსანი შოთა დიღმელაშვილს უჩივის
ნინო წილოსანი შოთა დიღმელაშვილს უჩივის

მოძრაობა #სირცხვილიას ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანისაგან სარჩელი მიიღო. 

"მურუსიძის სასამართლოში მიჩივის, რადგან არ მოსწონს მის მიმართ გადაცემა #სირცხვილია-ში გამოყენებული შეფასება "კრიშა" მისი აზრით, უსამართლოდ დავწამე, რომ მისი ბიზნესპარტნიორი უცნაური პრივილეგიებით სარგებლობს სახელმწიფოსგან," - წერს დიღმელაშვილი.

დიღმელაშვილის განმარტებით, საქმე უკავშირდება ამბავს, როცა აუდიტის სამსახურის მონაცემებით, შპს "სანომ" სახელმწიფოს მიერ ქუთაისელი უსახლკაროებისთვის გამოყოფილი ფულიდან დაახლოებით ორი მილიონი ლარით მეტი დაუსაბუთებლად აიღო, სამუშაოები კი არასათანადოდ შეასრულა. შპს "სანოს" დამფუძნებელი კი ნინო წილოსანის პარტნიორია რამდენიმე კომპანიაში. შოთა დიღმელაშვილი აღნიშნავს, რომ შპს სანოს დამფუძნებელი და დირექტორი ლევან ჭანტურიძე პარლამენტარი ნინო წილოსანის მოქმედი პარტნიორია რამდენიმე კომპანიაში.

"ნინო წილოსანს წყინს საპროტესტო მანიფესტაციაზე რატომ ჩნდება ეჭვი, რომ იგი სახელმწიფო ტენდერების მომგებ კომპანიას "კრიშავს" და ამიტომ იგებს ტენდერებს. ამ დროს უდიტის დასვკნით 2016 წელს თავშესაფრის ასაშენებლად გამოცხადებული კონკურსი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მორგებული იყო კონკრეტული პირის ინტერესებს." - წერს დიღმელაშვილი. 

ნინო წილოსანმა მიმდინარე წლის აგვისტოში დაწერა, რომ შოთა დიღმელაშვილს "ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის" უჩივლებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system