თავში

ნოდარ რუხაძე საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს

ნოდარ რუხაძე საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს
ნოდარ რუხაძე საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს

სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე, მოსამართლემ საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევა. რუხაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც მოსამართლეს ჰკითხა თუ რატომ იყო ის მის მიმართ აგრესიულად განწყობილი. 

როგორც ნოდარ რუხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოსამართლის მიერ დასმული კითხვები და მისი საქციელი აფიქრებინებს, რომ მოსამართლეს მათ მიმართ წინასწარი განწყობა აქვს შექმნილი. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო, რუსთაველის გამზირზე დაკავებული 3 სამოქალაქო აქტივისტის საქმეზე უკვე  2 დღეა მსჯელობს. სასამართლო პროცესი გუშინ დაიწყო, გვიან ღამით შეწყდა და დღეს ისევ გაგრძელდა. 

სამოქალაქო აქტივისტები პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშის შეტანის დროს, პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system