თავში

ნოდარ მელაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული

ნოდარ მელაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული
ნოდარ მელაძე დღეს პროკურატურაშია დაბარებული

ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე, ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე დღეს პროკურატურაშია დაბარებული. 

მან მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა.

როგორც მელაძე ამბობს, საგამოძიებო უწყებებს წყაროს შესახებ არანაირ ინფორმაციას არ მიაწვდის.

"გამოვცხადდები პროკურატურაში, საორიენტაციო დრო არის 11:00 საათი, თუმცა შესაძლოა ეს ადვოკატის და პროკურორის კომუნიკაციის საფუძველზე შეიცვალოს. წყაროს არ დავასახელებ, სულ რომ ჩემი მოსისხლე მტერი იყოს წყარო, მე გამაჩნია პროფესიული ვალდებულება, არ დავასახელო წყარო და არ მივაწოდო საგამოძიებო უწყებას არცერთი მასალა, რომელიც მას დაეხმარება წყაროს იდენტიფიცირებაში“, - განაცხადა მელაძემ.

ცნობისთვის, 6 მარტს, ,,ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს, ფეისბუქ კომენტარის გამო გარკვეულ პირებზე ანგარიშსწორებას სთხოვს.

ფარული ჩანაწერების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system