თავში

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 

„ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულ იქნენ გარდაცვლილი ოჯახის წევრები, რომლების ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით , აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან: გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი," - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ გარდაცვალებამდე მათი წევრის გადაბირებას ცდილობდნენ. როგორც გიორგი კირთაძემ განაცხადა, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ, რომელიც თავად ნუგზარ ფუტკარაძემ გააკეთა და მას პირადად გადასცა.

გიორგი კირთაძის ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით მიდიოდნენ ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები – ვაჟა თაბაგაძე და ბადრი ბაკურიძე. კირთაძისვე მტკიცებით, მიზანი მისი გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უმრავლესობის მოგროვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19.

ბათუმის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" არჩეული დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system