თავში

,,ოჯახის მიმართ ზრდილობიანი იყო" - პედოფილიაში ბრალდებული 72 წლის კაცის მეუღლე

,,ოჯახის მიმართ ზრდილობიანი იყო" - პედოფილიაში ბრალდებული 72 წლის კაცის მეუღლე
,,ოჯახის მიმართ ზრდილობიანი იყო - პედოფილიაში ბრალდებული 72 წლის კაცის მეუღლე

,,პატიოსანი ოჯახი მაქვს. ჩემი მეუღლე პატიოსანი და ზრდილობიანი კაცია", - ამის შესახებ პედოფილიაში ბრალდებული 72 წლის მამაკაცის მეუღლემ განაცხადა.

მისივე თქმით, მან მომხდარის შესახებ არაფერი იცის და ყველაფერს გამოძიება დაადგენს. 

,,პატიოსანი და ოჯახის მიმართ ზრდილობიანი იყო. ყველაფერს დაადგენენ პოლიციაში. ალბათ აბრალებენ, მე მეტი არაფერი ვიცი", - აცხადებს ბრალდებულის მეუღლე ,,რუსთავი 2-თან" საუბარში.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცს, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, ბავშვი პედაგოგთან დაჰყავდა.

„მაგ კაცს დაჰყავდა ეს ბავშვი. სახლიდან მასწავლებლამდე. როგორც ვიცი, ბავშვს აქვს ნათქვამი ოჯახისთვის. დღეს გავიგე, რომ კაცმა ბავშვზე იძალადა, გაუპატიურებას ჰქონდა ადგილიო, მეტი არაფერი ვიცი“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სამართალდამცველებმა, იმერეთში, 1948 წელს დაბადებული რ.ყ. გარყვნილი ქმედების ბრალდებით დღეს დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system