თავში

ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

​ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც Report.ge-ს საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 23 თებერვალს და 20 მარტს ქ.ახმეტაში, გ.მ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - ლ.ნ-ს. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ გ.მ. 2017 წლის მაისიდან ლ.ნ-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას“, - განაცხადეს პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი მიმდინარე წლის 25 მარტს ახმეტაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარედგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system