თავში

ფურცხვანიძის ადვოკატი: მოვითხოვთ გირაოს

ფურცხვანიძის ადვოკატი: მოვითხოვთ გირაოს
ფურცხვანიძის ადვოკატი: მოვითხოვთ გირაოს

დავით ფურცხვანიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გირაოს მოთხოვნით მიმართა. ნოდარ მესხი პატიმრობის სანაცვლოდ 5-ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

,,თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა.რასაც არ ვეთანხმებით და 48 საათში გასაჩივრებას ვაპირებთ და გირაოს მოვითხოვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალი აღიარა,"- განაცხადა ნოდარ მესხმა.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. 

ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, გარკვეული ფოტო-მასალა მიაწოდა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტის მიერ არის გადაღებული და იმ ადგილს, ასახავს, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინეს.

დავით ფურცვანიძე 25 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system