თავში

ომბუდსმენი: გიგი უგულავას საქმიდან იკვეთება ხარვეზები

ომბუდსმენი: გიგი უგულავას საქმიდან იკვეთება ხარვეზები
ომბუდსმენი: გიგი უგულავას საქმიდან იკვეთება ხარვეზები

აღნიშნული საქმე იმ საფრთხეების მატერიალიზაციას წარმოადგენს, რომლის გამოც სახალხო დამცველი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა - ასე ეხმაურება გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია თვლის, რომ გიგი უგულავას საქმეში იკვეთება ხარვეზები, რის გამოც შესაძლოა საქმემ სტრასბურგის სასამართლოში გადაინაცვლოს. 

"შესაბამისად, გიგი უგულავას საქმიდან იკვეთება ხარვეზები როგორც მოსამართლის მიუკერძოებლობის, ისე - კანონის საფუძველზე დანიშნული მოსამართლის საკითხთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ საქმეში, სადაც მსგავსი შინაარსის, კერძოდ, მოსამართლის დანიშვნის პროცედურებთან დაკავშირებით ხარვეზები იკვეთებოდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა უკვე დაადგინა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თუკი აღნიშნული საქმის შემდგომი განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება, მას უაღრესად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ კონკრეტულად გიგი უგულავას საქმის, არამედ მთლიანად, ქართული მართლმსაჯულებისთვის,"-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ომბუდსმენი ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3 წლით და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system