თავში

ორივე დაწესებულებას, სადაც თამარმა სტაჟირება გაიარა, სპეცამსახურები აკონტროლებს - ფურცხვანიძე

ორივე დაწესებულებას, სადაც თამარმა სტაჟირება გაიარა, სპეცამსახურები აკონტროლებს - ფურცხვანიძე
ორივე დაწესებულებას, სადაც თამარმა სტაჟირება გაიარა, სპეცამსახურები აკონტროლებს - ფურცხვანიძე

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურატი, დავით ფურცხვანიძე აცხადებს, რომ ოროვე კომპანიას, სადაც ახალგაზრდა პროგრამისტმა, თამარ ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურები აკონტროლებს. 

გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ძალიან საინტერესო იყო თამარ ბაჩალიაშვილის სტაჟირება საფრანგეთში იმიტომ, რომ ორი სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი, ორივე დაწესებულება, სადაც თამარმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის. „თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმით გამიზნულად არასოდეს დავინტერესებულვარ. ეს არის ეპიზოდი იმ დიდი საქმის, რომელსაც მე და ჩემი კოლეგების სტრუქტურა ვიძიებთ. საქმე ეხება მასშტაბურ ფინანსურ თაღლითობას, ფულის გათეთრებას, რომელშიც გარეულია სამხრეთ კავკასია თავისი ყველა ქვეყნით და აქ საქართველოსაც უჭირავს გარკვეული როლი. ამ საქმეში ერთ-ერთი ძირითადი ფიგურანტი გახლავთ აბრაჰამ რეიხბახი, რომლის მიმართ ინტერესი 6-7 წლის წინ გაჩნდა და რაკი რეიხბახს საქართველოში თავისი სტრუქტურები აქვს და კომპანია „ზაგი“ პირდაპირ არის მის სახელთან დაკავშირებული და რადგან თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა და შემდეგ მისი გარდაცვალება გაურკვეველ ვითარებაში მოხდა, ჩემი ინტერესი გადმოვიდა კონკრეტულად თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე. თამარი იყო შეხებაში ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციებთან. თამარი გახლდათ ძალიან სერიოზული სპეციალისტი, მისი ძირითადი პროფილი გახლდათ ინფორმაციის სისტემატიზება, დალაგება და ანალიზისთვის გამზადება. ეს ინფორმაციები შეეხებოდა დიდ მონაცემთა სისტემებს, რაც სერიოზული ბერკეტია პერსონალური მონაცემების სიღრმისეული ანალიზისთვის“, –  განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძე „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელია. ის ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს იმ ადგილის სატელიტური ფოტოები გადასცა, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი იპოვეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა, თუმცა გამოკითხვით გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ ვინ მისცა მას სატელიტური ფოტოები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system